მოქალაქე ნატალია ფარცხალაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, უკანონო პატიმარია სასტუმრო Holiday Inn -ში.
ამბობს, რომ 14 აგვისტოს კარანტინის გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.
“დღეს სასამართლოში შევიტანე სარჩელი დისკრიმინაციული კარანტინის გაუქმების მოთხოვნთ – მას შემდეგ, რაც მეშვიდე დღეა უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები ჰოლიდეი ინნში, საკანი #1515, გადასახადების გადამხდელების ხარჯზე.
თვითიზოლაციის და ჩემი ხარჯით PCR ტესტის გაკეთების მოთხოვნა არც განუხილავთ.
უკანონო და ალოგიკურია კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ეგიდით ადამიანთა დისკრიმინაცია მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების ნიშნით, და მით უფრო, ჰოი საოცრებავ და, საკუთარი მოქალაქეების!
8 აგვისტოს საფრანგეთიდან Air France-ის რეგულარული რეისით დავბრუნდი სამშობლოში და განსხავებით იმავე ქვეყნიდან შემოსული საფრანგეთის მოქალაქეებისა და იქ ბინადრობის უფლების მქონე პირებისგან, პატრულის ესკორტით, სპეციალური ავტობუსით, როგორც დამნაშავე გადამიყვანეს 14 დღიან იძულებით პატიმრობაში.
მადლობა სარჩელის შედგენისთვის იმ ენაზე, მარტო იურისტებს რომ ესმით” – წერს ნატალია ფარცხალაძე.