LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პეკინის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 სექტემბრისთვის დასრულდება

149

პეკინის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 სექტემბრისთვის დასრულდება. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი აცხადებს, რომ სამუშაო 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და სკოლის სეზონის დაწყებისთვის გზა სრულ მზადყოფნაში იქნება.

დღეისთვის გათხრილია არქივის შენობიდან ყაზბეგის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი, სადაც “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერმა” წყალმომარაგების სისტემის პირველი ეტაპის სამუშაოები დაასრულა. ამ დროისთვის კი ქსელზე განშტოებების მოწყობა მიმდინარეობს.

წყალმომარაგების ქსელზე განახლდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, განახლდება ასევე ქსელების სათვალვალო ჭები და ჭის თავსახურები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები