LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი: სამრეწველო ჯიშთა გამოცდის შედეგად მიღებული სათესლე მასალა კომერციულად ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება

93

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მარნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთზე  ღონისძიებას „ხორბლის მინდვრის დღე 2017“ დაესწრო.

„აგროსფეროს” და მისი პარტნიორი სათესლე მასალის მწარმოებელი ავსტრიული კომპანიის „საათბაუ” ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადემონსტრაციო ნაკვეთზე წარმოდგენილი იყო კომპანიის „საათბაუ“ წარმოებული საშემოდგომო ხორბლის ჯიშები: ამანდუსი, აქტივუსი, გალუსი, ამიკუსი, ლუპუსი და ბალიტუსი, ასევე საშემოდგომო ქერი „კარმინა” და ტრიტიკალე „ჰელტოპი”.

ღონისძიების ფარგლებში ფერმერები ნაკვეთზე ჩატარებულ აგროტექნიკურ სამუშაოებს გაეცნენ და  წარმოდგენილი ჯიშების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის გაზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის ჯიშების არსებობა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე არსებობს საკანონმდებლო ბაზა ჯიშთა სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ, რომელიც ქმნის წინაპირობას, გვქონდეს მაღალხარისხიანი, მაქსიმალურად სანდო სათესლე მასალა. სწორედ ამისთვის იქმნება სადემონსტრაციო ნაკვეთები და სამრეწველო ჯიშთა  გამოცდის შედეგად მიღებული სათესლე მასალა კომერციულად ხელმისაწვდომი ხდება ფერმერებისთვის“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

გამართულ ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები გიორგი ხანიშვილი, იური ნოზაძე და გიორგი ჩხეიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე, მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის წარმომადგენლები და სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ფერმერები ესწრებოდნენ.

სამომხმარებლო ბაზრისთვის შეთავაზებამდე „აგროსფერო” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რეგულარულად ცდის შესათავაზებელ სათესლე მასალას და მიღებული შედეგებისა და ანალიზის საფუძველზე არჩევს ადგილობრივ კლიმატურ პირობებსა და გარემოზე მორგებულ ჯიშებს.  კომპანია მუდმივად იწვევს ფერმერებსა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს ღონისძიებებზე და დეტალურად აცნობს წარმოდგენილი კულტურების ახალ ჯიშებსა და მათი მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები