“დიდი სცენის” მორიგი ტური გია ყანჩელის მუსიკას მიეძღვნა. ნიკოლოზ რაჭველმა, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ამ ტურზე კონკურსანტებთან ერთად იმუშავა.
მაშინ, როდესაც ლევან ყანდიაშვილი ცნობილ კომპოზიციას “საით მიდიხარ” ასრულებდა, სცენაზე გადაცემის წამყვანები, თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი გამოჩნდნენ და სიამოვნებით შეასრულეს ცეკვა ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ მელოდიაზე.
“მომენატრა ხელის გაშლა”, დაწერა მოგვიანებით აჩიკო სოლოღაშვილმა.