LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Rolling Rolls – სანაყინე, სადაც ნაყინს თქვენივე რეცეპტითა და გემოვნებით მოგიმზადებენ

986

ქართულ ბაზარზე ნაყინის ახალი ბრენდი გამოჩნდა. Rolling Rolls- ასე ჰქვია კაფე-სანაყინეს, სადაც მომხმარებელს ნაყინს მისივე რეცეპტითა და გემოვნებით მოუმზადებენ. როგორც ”ფორტუნას” კომპანია ”როლსის” დირექტორმა, ირაკლი ხოფერიამ განუცხადა, Rolling Rolls-ის ნაყინები აზიური დანადგარებით მზადდება.

”ნაყინის ხვეულების სამშობლო ტაილანდია და ეს გემრიელი დესერტი სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. მსგავსი აპარატები, ძირითადად, აზიურ ქვეყნებში გამოიყენება და ჩვენი დანადგარიც სწორედ ნაყინის ხვეულების სამშობლოდანაა”, – აღნიშნა ხოფერიამ.

მისივე ინფორმაციით, ნაყინის ახალი ბრენდის მთავარი კონცეფცია ხარისხიანი პროდუქციისა და სერვისის შეთავაზებაა.  ”ამიტომ, ნაყინის დასამზადებლად ვიყენებთ მხოლოდ ულტრაპასტერიზებულ და არაგენმოდიფიცირებულ ნატურალურ რძესა და ნაღებს. ყურადღებას ვაქცევთ ყოველი კომპონენტის ეკოლოგიურობას. მაგალითად, პლასტმასის კოვზებზე ვთქვით უარი და მომხმარებლებს ხის კოვზებით ვუმასპინძლდებით. გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელ და ეკოლოგიურად სუფთა ნაყინს ვამზადებთ, ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი თავად პროდუქციის დამზადების მეთოდია: დესერტი მზადდება თქვენ თვალწინ იმ შიგთავსით, რომელსაც თავად ირჩევთ და შედეგად იღებთ ნატურალური ხილისა და სხვა ინგრედიენტების ნაყინის ხვეულას. თითოეული ნაყინი უნიკალურია და წარმოადგენს ჩვენი სტუმრისთვის შექმნილ განსაკუთრებულ ძღვენს”, – განმარტა კომპანია ”როლსის” დირექტორმა ”ფორტუნასთან” საუბრისას.

რაც შეეხება ნაყინის ღირებულებას, როგორც ირაკლი ხოფერიამ აღნიშნა, Rolling-Rolls-ის  ნაყინის ფასი ფიქსირებულია და 4.80 ლარს შეადგენს. ამ ფასში შედის მომხმარებლის მიერ შერჩეული ნებისმიერი ერთი, ან რამდენიმე ინგრედიენტი.

”გვაქვს ახალ-ახალი  ხილისა და სხვადასხვა ინგრედიენტების დიდი არჩევანი, რომელიც დინამიკურად იცვლება სეზონის მიხედვით. მაგალითად, მოცემული მომენტისთვის, ინგრედიენტთა კომბინაციით 50-ზე მეტი სახეობა შეგვიძლია შევთავაზოთ მომხმარებელს”, – აღნიშნა ხოფერიამ.

კითხვაზე, რა სამომავლო გეგმები აქვს Rolling Rolls, კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ სამომავლოდ იგეგმება ქსელის გაფართოება, ვინაიდან საზოგადოების მხირად ინტერესი ყოველდღიურად იზრდება.

ცნობისთვის,  კომპანია „როლსი” ბრენდით – Rolling Rolls  ბაზარზე 2017 წლის პირველ ივნისს გამოჩნდა. ამჟამად, ბრენდი წარმოდგენილია ერთი კაფე-სანაყინით მისამართზე: რუსთაველის გამზირი #5.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები