LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელგაშლილობა ისეთივე აუცილებელია ჯანმრთელობისთვის, როგორიც ჯანსაღი კვება –  ალისონ ესკალანტე

298
alisoneskalante

ცნობილი ფსიქოლოგი ალისონ ესკალანტე მშობლებისთვის საინტერესო ბლოგს აქვეყნებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ხელგაშლილობის მაგალთის მიცემა. მეცნიერი მიიჩნევს, რომ ხელგაშლილობა ისეთივე აუცილებელი პირობაა ბავშვის ბედნირებისთვის, როგორც ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობა, ჯანსაღი კვება და ძილი. ალიონს მაგალითად მოყავს ქუჩაში უცხო ადამიანისთვის დავარდნილი ნივთის მიწოდება. მეცნიერის მტკიცებით, ასეთი პატარა-პატარა სიკეთეები ჯამში ბედნიერების ნაპერწკალს აღვივებს, რაც ყველა ბავშვისთვის აუცილებელია.

ალისონ ესკალანტე ამბობს, რომ ამ თვისების ფორმულირებაში უდიდესი ადგილი უკავია მშობელს. სწორედ ის აძლევს მაგალითს შვილს,  როგორ უნდა გახდეს უფრო კეთილი, უფრო მზრუნველი, უფრო თავაზიანი, უფრო უკეთესი. მეცნიერს დასტურად კვლევა მოჰყავს, რომელიც აჩვენებს, რომ ხელგაშლილი ადამიანების შვილები უფრო კეთილები და ბედნიერები არიან. ამავე დროს ფსიქოლოგი ამბობს, რომ სიტყვა „გაზიარება“ სწორად უნდა იქნეს აღქმული და გაგებული. მაგალითად ბევრი მიიჩნევს, რომ ,,გაზიარება” მატერიაულურ ნივთებს და საგნებს უკავშიდება, არადა ყველაფერი ემოციების, ადამიანური ურთიერთობების დონეზე დადის. ამ ნაწილში ძალიან საინტერესოა კანზას უნივერსიტეტის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ორი წლის ბავშვები უფრო ბედნიერები იყვნენ როდესაც თოჯინებს უვლიდნენ, ვიდრე მაშინ, როდესაც მათ მშობლები უვლიდნენ. მეტიც, კიდევ უფრო დიდი ბედნიერება მიანიჭა პატარებს მომენტმა, როცა თოჯინას თავისი ბოთლიდან აჭმევდნენ და არა სათამაშო ბოთლიდან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები