LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

81 წლის მასწავლებელი ახალგაზრდობასა და სილამაზეს თავის სამსახურს უმადლის

129
31752246-0-image-a-26-1597008647178

სუზან სტენლი კაროლი პენსიაზე გასული ლონდონელი მასწავლებელია. ქალბატონს ორი შვილი და სამი შვილიშვილი ყავს.

„მარად ახალგაზრდა“ პედაგოგის აზრით, მისი სილამაზის მთავარი საიდუმლო საყვარელი საქმის კეთებაა.

„გასულ თვეს სკოლიდან წამოვედი, სკოლიდან სადაც ინგლისურს მთელი 56 წლის განმავლობაში ვასწავლიდი. პენსიაზე გავედი, თუმცა სიტყვა „პენსია“ არ მომწონს. ვაპირებ რომ სწავლება მომავალშიც გავაგრძელო, ბავშვები ხომ ჩემი შთაგონების მთავარი წყაროა“,– უთხრა „დეილი მეილს“ სუზანმა.

ხანდაზმულმა მასწავლებელმა 80 წლის იუბილეზე თავისი პირველი სვირინგი გაიკეთა. მან მაჯაზე შვილების ინიციალები დაიწერა.

„ჩემმა გადაწყვეტილებამ მეგობრები საგონელებში ჩააგდო, არადა გავაკეთე ის რაც ყოველთვის მინდოდა. საპატიო ასაკში ვარ და სწორედ ის დროა რომ რაც შეიძლება მეტი ახალი რამ ვცადო და მეტი სურვილი ავისრულო“

პენსიონერმა ცოტა ხნის წინ ვარჯიშიც დაიწყო. კაროლი ცდილობს, რომ დღეში ერთი საათი მაინც იაროს და კვირაში სამჯერ ცურვაზე დადის.

ქალბატონს მედიტაციისთვის ყოველ დღე 20 წუთი აქვს გამოყოფილი და ეს პრაქტიკა მას სულიერი სიმშვიდისა და ბალანსის შენარჩუნებაში ეხმარება.

https://www.dailymail.co.uk/femail/article-8610035/This-81-looks-like.html

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები