LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

30 შემთხვევა ძალიან ბევრია, თუ მსგავსი კერა სხვაგანაც გაჩნდა, ვირუსს ვეღარ შევაკავებთ – იმნაძე

260
117363509-320195355698545-2037408072692797373-n

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ მესტიაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საყურადღებოა. პაატა იმნაძის განმარტებით, ლენჯერის წყაროსთან უკვე 30 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, რაც მისივე თქმით, “ძალიან ბევრია.” იმნაძემ ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან, 12 ლენჯერში დადასტურდა.

პრემიერი: მესტიაში ვირუსის აფეთქებას მივუსწარით, სიფრთხილე გვმართებს

„მესტიაში უკვე 30 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. დღეს 12 გამოვლინდა. გუშინ 400-ზე მეტი ტესტი ავიღეთ და 12 ახალი დადასტურებული შემთვევაა. 600-მდე ტესტი უკვე ქუთაისში და ზუგდიდშია გაგზავნილი და დაწყებულია ანალიზები. ჯამში, გუშინ 1000-ზე მეტი ადამიანის გამოკვლევა მოხდა.

დღეს კიდევ გაფართოვდება კვლევის არეალი. ამასთან, კიდევ ერთი ჩვენი ჯგუფი წასულია ყაზბეგის რაიონში. საბედნიეროდ, იქ ბევრი კონტაქტები არ არის, მაგრამ მაინც მიმდინარეობს კვლევა. 30 შემთხვევა დაკავშირებულია ერთ კერასთან, ეს ძალიან ბევრია. ამიტომ, ის ღონისძიებები, რაც გატარდა სვანეთში აუცილებელი იყო“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

არავინ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვების დაწესებას – გახარია

იმნაძის განცხადებით, იგივე სიტუაცია თუ გაგრძელდა, ვირუსის შეკავება შეუძლებელი გახდება, ვინაიდან მისივე განმარტებით, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში მსგავსი სამუშაოების ჩატარება გართულდება.

“თუ ქვეყანაში რამდენიმე ასეთი წერტილში გაჩნდა, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება. საბედნიეროდ ყაზბეგში არ ჩანს ასეთი ვითარება. თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, დამერწმუნეთ, ვითარება ისეთი გახდება, როგორც მეზობელ ქვეყნებშია. სასტუმროები იქნება თუ რესტორნები, კლიენტებს უნდა მოსთხოვონ წესების დაცვა. ნელ-ნელა რომ გავიდეთ ფონს, საჭირო იქნება თითოეული ჩვენთაგანის ჩართულობა ამ პროცესებში. ვატაროთ ნირაბი იქ სადაც დისტანციას ვერ ვიცავთ” – აცხადებს იმნაძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები