LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყალში რომ არ გადაეგდოთ, გადარჩებოდა თუ არა გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი? – ექსპერტის განმარტება

900
BeFunky-collage (44)

დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილს არ ქონდა სასიკვდილო დაზიანებები, ამდენად მისივე განმარტებით, თუ 19 წლის ფეხბურთელი წყალში არ მოხვდებოდა, დაზიანებები შაქარაშვილს არ მოკლავდა. ამის შესახებ გეჯაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

რატომ მაინცდამაინც გიორგი: შაქარაშვილის ბიძის ორი ვერსია მკვლელობის მოტივზე

“შაქარაშვილს არ ჰქონდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიყენებული. ანუ დაზიანებები, რომლებიც გამოიწვევდა სიკვდილს და ამდენად, თუ ის წყალში არ მოხვდებოდა, სიკვდილზე დასკვნების გამოტანა ყოველგვარ საფუძველს მოკლებული იქნებოდა. ეს დაზიანებები შაქარაშვილს არ მოკლავდა. ეს ცალსახაა” – ალექსანდრე გეჯაძე.

ოჯახი მიიჩნევს, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია – მირიან ნიკოლაძე

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ “ტოიოტა ქამრის” 5 მგზავრს ბრალი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით გუშინ, 11 აგვისტოს დაუმძიმა. ბრალდებულებს 13 დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ხუთი პირის გარდა, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, და ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე 12 პირია დაკავებული.

„ტოიოტა ქამრიში” მყოფ პირებს ბრალდება საზოგადოებამ და შაქარაშვილის ბიძამ დაუმძიმა – ადვოკატი