LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო 7 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა

103

ცნობილი კვლევითი პორტალის NUMBEO–ს „დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო 2017 წელს 125 ქვეყანას შორის 7 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა.

კვლევის თანახმად, საქართველოში უსაფრთხოების დონე მაღალია, დანაშაულის რაოდენობა კი – დაბალი. Numbeo-ს მონაცემებით, საქართველოში დანაშაულის ინდექსია – 20.83, უსაფრთხოების ინდექსი – 79.17.

Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც, მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ქალაქებში უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.

Numbeo-ს სტატისტიკას ხშირად იყენებენ ცნობილი საერთაშორისო მედიასაშუალებები, მათ შორის, BBC, Time, Forbes, The Economist, Ney York Times, The Telegraph, the Washington Post და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები