LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვკვებოთ ბავშვი სწორად ისე, რომ ეს მოეწონოს? – ნუტრიციოლოგის რჩევები

1008
childrenfood

ლეა ჰეკნი ცნობილი დიეტოლოგი და ნუტრიციოლოგია, რომელსაც განსაკუთრებულ ბედნიერებას ბავშშვებზე ზრუნვა ანიჭებს. იგი სიამოვნებით აძლევს რჩევებს მშობლებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისი შვილების კვების საკითხში ჭირვეულობით გამოირჩევიან. როგორ ვკვებოთ ბავშვი სწორად ისე, რომ ეს მისთვის მტანჯველი პროცესის ნაცვლად სასიამოვნო იყოს?

გამოცდილი ნუტრიციოლოგი გვირჩევს:

1.ბავშვს ახალ პროდუქტს ნუ „შეაპარებთ“. როდესაც მის მენიუში რამე ახლის ჩართვას გადაწყვეტთ, ბავშვიც ჩართეთ საჭმლის მზადების პროცესში და აუხსენით, თუ რას წარმოადგენს ახალი სახის საკვები. ეს ბავშვში ერთდროულად ნდობას და ცნობისმოყვარეობას აღვიძებს.

2.იმისათვის, რათა ბავშვებმა მეტი ახალი ბოსტნეული ჭამონ, ისინი მათ საყვარელ საჭმელს შეურიეთ. აუცილებელი არ არის, რომ თეფშზე ყოველდღე მრავალნაირი ბოსტნეული იდოს. შესთავაზეთ ბავშვებს ბოსტნეულის და მათი საყვარელი საჭმლის კომბინაცია.

3.დასვით კითხვები სწორად. იმის მაგიერ, თუ რისი ჭამა სურს დღეს, ჰკითხეთ ბანანს და მოცვს ხომ არ გასინჯავდა? ეს მშობელსა და შვილს შორის კამათის პრევენციას ახდენს, ბავშვებს კი საშუალებას აძლევს ახალი გემოები აღმოაჩინონ.

4. ბავშვს ხილი ნებისმიერ დროს შესთავაზეთ. არსებობს მითი იმის შესახებ, რომ თუ ბავშვი ჯერ ხილს შეჭამს, შემდეგ მხოლოდ ტკბილეულის ჭამა მოუნდება, მაგრამ ჰეკნის თქმით ეს ასე არ არის. თუ ბავშვი ხილს ითხოვს, უარს ნუ ეტყვით, ეს ბავშვის მადაზე ცუდად არ იმოქმედებს.

5. ნუ დააძალებთ ბავშვს ბოლომდე ჭამას, იქნება ეს რაიმე კერძი თუ ბოსტნეული. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვმა ეს საჭმელი პირველად გასინჯა. იყავით მომთმენები. არაფერია ტრაგიკული იმაში, თუ თქვენი შვილი ბროკოლის გასინჯვისთანავე მის სამ პორციას არ მოითხოვს.

6. აირჩიეთ ტკბილეულის მიწოდების სწორი ფორმა. თუ ბავშვი ტკბილეულს ითხოვს, თავის საყვარელ ორცხობილასთან ერთად თეფშზე ხილი და ჯანსაღი ტკბილეული დაუდეთ, მაგალითად თაფლით დამტკბარი ხაჭო. ასე ისინი გემოთა მრავალფეროვნებას შეიყვარებენ და ტკბილეულზე ნაკლებად გახდებიან დამოკიდებული.

7. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი იმ ასაკშია, როდესაც საჭმლის დაბლა გადაყრა ან თეფშის ამობრუნება ჩვეულებრივი მოვლენაა, პირველ რიგში სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ეს ძალიან ძნელია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც მაგიდას მთელი ოჯახი ერთად უზის და თქვენც ცდილობთ, მიირთვათ. გახსოვდეთ, რომ პატარები ჩვენს საქციელს და რეაქციას აკვირდებიან და იმ შემთხვევაში, თუკი მათ საქციელს ხმაურიანი პასუხი მოჰყვება, შესაძლოა იგივეს გამეორება მოუნდეთ. კარგი იქნება ასეთ დროს ოთახში სიმშვიდის დაცვა. გამორთეთ ტელევიზორი, გვერდითა ოთახში გაიყვანეთ ძაღლი. შექმენით მშვიდი პირობები იმისათვის, რომ ბავშვმა ჭამაზე მოახდინოს კონცენტრაცია. ბავშვს აუცილებლად უნდა აუხსნათ, თუ როგორ საქციელს ელით მისგან. შესთავაზეთ ალტერნატივა. უთხარით, რომ საკვები, რომელიც არ სურს მეორე თეფშზე გადაიღოს. შესთავაზეთ პატარა პორციები და არ დააძალოთ ულუფის ბოლომდე ჭამა.

8. ნუ დაემუქრებით, გაუღვიძეთ ცნობისმოყვარეობა. იმის მაგიერ, რომ სტაფილოს ჭამა დააძალოთ და წინააღმდეგ შემთხვევაში მულტფილმის გარეშე დარჩენით დაემუქროთ უთხარით, რომ სტაფილო ტკბილი და ხრაშუნაა. ეს ბავშვს ერთდროულად ცნობისმოყვარეობასაც გაუღვიძებს და არჩევანსაც მისცემს.

9. გახდით კრეატიული და ითამაშეთ. შესაძლოა ბავშვს მოცვის ჭამა არ უნდოდეს, თუმცა სულ სხვა საქმეა თეფშზე მოცვით გამოსახული სახლი ან ერბოკვერცხი, რომელსაც სიცილაკის „სახე“ აქვს.

10. მიეცით მაგალითი – გინდათ ბავშვმა ბროკოლი შეჭამოს? მაშინ თქვენც მოიმარჯვეთ ჩანგალი. ესაუბრეთ ბავშვს იმ საკვებზე, რომელსაც მიირთმევს. უთხარით თუ საიდანაა, რისთვისაა სასარგებლო, ჰკითხეთ თავისთვის ცნობილი საჭმლიდან რის გემოს ამსგავსებს ახალს და ა.შ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები