საბურთალოს ცენტრალურ ქუჩებზე დილის საათებში სატრანსპორტო საცობები არ ყოფილა, 08:30 – 10:30 საათის მონაკვეთში გადაღებულ ფოტოებს თბილისის მერია ავრცელებს.
პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია 16 ივნისს დაიწყო. მერიის მტკიცებით, სატრანსპორტო ნაკადი სასწავლო წლის დასრულების შემდეგ შემცირდა. სკოლებში სწავლის დაწყებამდე კი სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დასრულდეს.