პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის სივრცითი განვითარების გეგმა, ოთხ წელიწადში აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი ტრასებისა და ყველაზე აქტუალურ ტურისტულ წერტილებამდე მიმავალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გზების აშენებას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, სივრცითი მოწყობა საირიგაციო სისტემის გაუმჯობესებასაც გულისხმობს, რაც სოფლის მეურნეობისა და მეზობელ ქვეყნებთან არსებული ელექტრონული ტრანსმისიის ხაზებისთვის უმნიშვნელოვანესია.
„ეს მიმართულება საქართველოს ჰიდროელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალის გაძლიერების კუთხითაცა ყურადსაღებია. გარდა ამისა, ეს მიმართულება გულისხმობს შავი ზღვის აღმოსალეთ ნაპირებზე ყველაზე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. ეს არის საქართველოში განხორციელებული კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის უდიდესი მაგალითი და ჩვენ მოხარულნი ვართ ამ პროექტის წარმატებული იმპლემენტაციის შედეგებით, რაც, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი”, – განაცხადა პრემიერმა.