LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეირუთში მომხდარი აფეთქების დროს ექთანმა სამი ახალშობილი გადაარჩინა

110
docsavedchild

ლიბანელმა ფოტოგრაფმა ბილალ ჯავიჩმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახულია ექთანი სამი ახალშობილით, უკან კი აფეთქების შედეგად დანგრეული საავადმყოფოა.

როგორც ფოტოგრაფი იხსენებს, აფეთქების დროს ის სახლში იყო და პროფესიულმა ინტერესმა ის მაშინვე გარეთ გაიყვანა.

„კვამლს გავყევი და ბეირუთის პორტთან აღმოვჩნდი,“ – უთხრა ბილალმა CNN–ს, „გაოცებული დავრჩი როდესაც დავინახე ექთანი, ხელში სამი ახალშობილით. ქალი ზედმეტად მშვიდად გამოიყურებოდა, რაც მის გარშემო შექმნილ ატმოსფეროსთან ძალიან კონტრასტულად გამოიყურებოდა.“ ექთნის სიახლოვეს ფოტოგრაფმა რამდენიმე დაშავებული და დაღუპული ადამიანი შეამჩნია.

„ექთანს თითქოს შინაგანი ძალა ეხმარებოდა, რომ თვითკონტროლი არ დაეკარგა და პატარები გადაერჩინა. გარშემო ყველა შოკურ მდგომარეობაში იყო, ეს ქალბატონი კი ამ ყველაფერზე მაღლა იდგ.“ – დაამატა მან.

ჯავიჩს ექთანმა უთხრა, რომ აფეთქებამდე სამშობიარო განყოფილებაში იმყოფებოდა. მოულოდნელად გაითიშა და როცა გონზე მოვიდა სამი ახალშობილით ხელში გარეთ იდგა.

სამწუხაროდ, საავადმყოფოში ბევრი ადამიანი დაშავდა, ორი ვიზიტორი და ოთხი მედდა გარდაიცვალა. საავადმყოფოს 80% დაინგრა, აღჭურვილობის 50% დაზიანდა.

CNN–ის ინფორმაციით, ახალშობილები და მათი დედები სხვა კლინიკებში გადაიყვანეს. აფეთქების ზუსტი მიზეზების დადგენას კი გამოძიება ამ დრომდე ცდილობს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები