LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავთო ცქვიტინიძის მანქანას სარკეები დააძრეს – „აზრზე ხართ, ერი რა დღეშია?“

176

დიზაინერი ავთო ცქვიტინიძე აქვეყნებს საკუთარი მანქანის ფოტოებს, რომელსაც სარკეები აქვს დაძრობილი. როგორც ჩანს, ცნობილ დიზაინერს მანქანა გაუქურდეს. ის აღშფოთებას ვერ მალავს და წერს:

„მე კი ვიყიდი ამ სარკეებს, მაგრამ აზრზე ხართ, ერი რა დღეშია?“

დიზაინერის ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოცქსელში. რეჟისორი დათო იმედაშვილი წერს, რომ მისი ერთ-ერთი მაღაზია არასრულწლოვანმა გაქურდა:

„2 დღის წინ კოსტავას „ღრუბელი“ გაგვიტეხა არასრულწლოვანმა, რომლის იდენტიფიცირება კამერებით შევძელით. პოლიცია ამბობს, რა აზრი აქვს ამის დაჭერას, სასამართლო მაინც გაუშვებს, როგორც არასრულწლოვანსო! ეს არასრულწლოვანი ამბობს, მე ქურდი უნდა გავხდე და ამ ფულს ციხეზე ვაგზავნი, ფეხებსაც ვერ მომჭამთო… ჩვენ მაინც ვიჩივლეთ, მაგრამ ამ კონკრეტულ არასრულწლოვანზე ეგ გამოცდილება ყოფილა. რამდენიმეჯერ არის დაჭერილი და გამოშვებული…“

კომენტარებში წერენ, რომ ქვეყანა 90-იან წლებს უბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები