LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორ ექიმს პატიმრობა, კლინიკის დირექტორს კი 100 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

284
BeFunky-collage (9)

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს, გიორგი ლობჟანიძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 100 ათასი ლარი, ხოლო ამავე კლინიკის ექიმს, ვახტანგ ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ.

ამასთან, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მაგდა ხოჭოლავას. ის იტალიაში იმყოფება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ აღნიშნული გადაწყეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა.

“მინდა გამოვეხმაურო პროკურატურის მიერ წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს” – უკანონო საექიმო საქმინობაში ბრალდებულის განცხადება

პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები