LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე “მეღვინეობა ხარებამ” წარმატება მოიპოვა

125

ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე – Les CITADELLES DU VIN-ზე, რომელიც ყოველწლიურად საფრანგეთის ქ. ბორდოში ტარდება, ხარება 2012, დაძველების მშრალმა თეთრმა ღვინომ, ტროფი მოიპოვა.

კონკურსი „ღვინის ციტადელი“ ტარდება OIV მაღალი პატრონაჟის ქვეშ. აღნიშნული ღვინის კონკურსის წევრია ორგანიზაცია „VINOFED“  – მთავარი საერთაშორისო კონკურსების ასოციაცია,

რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 12 ძირითად ღვინის კონკურსს. მათ შორისაა „ღვინის ციტადელიც“.

ყოველწლიურად მაისის თვეში მსოფლიოს ტოპ 50 ღვინის დეგუსტატორი ხვდება ერთმანეთს რამდენიმე დღით, რათა გამოავლინონ საუკეთესო ღვინოები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

ღვინის მწარმოებელი კომპანია “მეღვინეობა ხარება” უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული; კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით, შესაბამისად კომპანია მაღალი ხარისხის ღვინოებს აწარმოებს.

თანამედროვე ბაზრისა და ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით “მეღვინეობა ხარება”-მ მოახდინა არსებული ქარხნის რეორგანიზაცია და მნიშვნელოვნად დახვეწა ქარხნის ტექნიკური აღჭურვილობა. კომპანიას პირად საკუთრებაში გააჩნია 1000 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში – კერძოდ კახეთში და დასავლეთში – იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები