“შაბათის ფორმულას” წამყვანი დავით ქაშიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, ჟურნალისტი უწყებაში თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული.
ქაშიაშვილი უწყებაში ხვალ, 11:00 საათზე, ადვოკატთან ერთად მივა.
სავარაუდოდ, საქმე ეხება ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მის მიერ საიდუმლო ფაილების გახსნას უკავშირდება.
“ფორმულა” ამბობს, რომ 23 წლის პროგრამისტმა ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას, ოღონდ არა კომპანია ზეგ-ში, გახსნა ფაილები, რის შემდეგაც მას ემუქრებოდნენ. მათივე განცხადებით, საუბარია სამ ვიდეოზე, რომელიც სამი ქართველი მაღალჩინოსნის კომპრომატია.
ტელეკომპანია ამბობს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებისას ეყრდნობა წყაროს საგამოძიებო უწყებაში.