საფეხბურთო კლუბმა „საბურთალო“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ სტადიონს შაქარაშვილის სახელს მიანიჭებს.
„ორშაბათს, 3 აგვისტოს, 15:30 საათზე, „საბურთალოს“ ხელმძღვანელები იოსებიძის ქუჩაზე არსებული აკადემიის ერთ-ერთ სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელს მიანიჭებენ“, – წერია საფეხბურთო კლუბის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი, 18 ივნისს მცხეთის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 22 ივნისს კი, გარდაცვლილი იპოვეს.