რამდენიმე დღის წინ, 47 წლის მსახიობმა, კამერონ დიასმა საკუთარი ღვინის ბრენდი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ვარსკვლავმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა. ცოტა ხანში კი მან სოციალურ ქსელში პირველი „ტიკ-ტოკ“ ვოდეოც განათავსა. ის და მისი საქმიანი პარტნიორი, კეტრინ პაუერი, ბალახზე სხედან, დიასი ღვინის დალევას ხელების დახმარების გარეშე ცდილობს. ვიდეო საკმაოდ სახალისო გამოვიდა და მალევე დაიპყრო იტერნეტ სივრცე.
https://www.instagram.com/p/CDRt5EBhjU2/
შეგახსენებთ, წლის დასაწყისში, კამერონ დიასი და მისი მეუღლე, ბენჯი მედენი მშობლები გახდნენ, მათ გოგონა სუროგატმა დედამ გაუჩინა. სულ ცოტა ხნის წინ კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ 45 წლის ვარსკვლავი შესაძლოა კინოში დაბრუნდეს.