LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “სუნთქვაშეკრული ვუყურებდით როგორ გადიოდნენ მუშები სიკვდილ-სიცოცხლის ბეწვის ხიდს” – თამარ ივერი

212
pjimage (1)

ქართველო მეცოსოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ მუშაობენ მუშები, სპეციალური აღჭურვილობის და ყოველგვარი უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე, მშენებლობაზე.

“ამ საბრალო მშენებლების მგონი “სპაიდერმენსაც” შეშურდება. მთელი ხალხი სუნთქვაშეკრული ვუყურებდით თუ როგორ გადიოდნენ სიკვდილ-სიცოცხლის ბეწვის ხიდს მე 10 სართულის სიმაღლეზე. არანაირი კასკა ან რაიმე დამცავი უსაფრთხოების აქსესუარი ღმერთო. ! ბრავო! ღმერთმა ნუ ჰქნას,მოხდება რაიმე ლეტალური შემთხვევა და კი იციან იმ წუთში ოცდაათი კბილებამდე შეიარაღებული ადვოკატ-იურისტების აყვანა და ბოლოს ერთხმად,ისევ საბრალო მუშას გამოიყვანენ დამნაშავეს.ერთი კლასიკური ხელწერაა ყველა კომპანიაში!!
ასე რომ, ღმერთის და ბედისწერის იმედად არიან ეს საბრალონი ორი კაპიკის გამო”, – წერს თამარ ივერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები