LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები არ დარჩნენ მოტყუებულები – ექსპერტი

129
037bd62899324a40bf7aa3aa7c546a15

„მომხმარებლები რჩებიან მოტყუებულები, მათ უფრო მეტის გადახდას ავალდებულებენ. საბოლოო ჯამში კომერციული ბანკები არ ასრულებენ ვალდებულებებს“, – ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ჭარაიამ „ფორტუნას“ ეთერში სესხების გადავადების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომერციული ბანკები მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას არღვევენ. ვახტანგ ჭარაია თვლის, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს სწორი ფორმით ზეწოლა ბანკებზე, რომ მათ შეასრულონ ვალდებულება.

„რადგანაც კომერციული ბანკები მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას არღვევენ, მთავრობა უნდა გამოვიდეს შესაბამისი განცხადებით, ამის შემდეგ კი ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს, რომ მომხმარებლები არ დარჩნენ მოტყუებულები.

მომხმარებლები რჩებიან მოტყუებულები, მათ უფრო მეტის გადახდას ავალდებულებენ. საბოლოო ჯამში კომერციული ბანკები არ ასრულებენ ვალდებულებებს და ამის შედეგად ზარალდება მომხმარებელი.

სწორედ ეროვნულ ბანკს გააჩნია სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლითაც უნდა განახორციელონ სწორი ზეწოლა კომერციულ ბანკებზე, რომ მათ შეასრულონ ვალდებულება.

საერთო ჯამში, პროექტი, რომელიც გულისხმობს სესხების 3 თვიან საშეღავათო პერიოდს ვერ ვიტყვი, რომ წარუმატებელია. მთლიანობაში პროექტმა გაამართლა, მაგრამ არის რთული მომენტები და დარეგულირებაა საჭირო“, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.

შეგახსენებთ, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ კომერციული ბანკები სახელმწიფოსთან დადებულ შეთანხმებას არ ასრულებენ და მომხმარებლებს ატყუებენ.

საქმე ეხება სესხების გადავადების საკითხს. როგორც ვახტანგ ჭარაია აღნიშნავს, კომერციული ბანკების წარმომადგენლები მომხმარებლებს 3 თვიან საშეღავათო პერიოდში დასარიცხი (3 თვის) პროცენტის ერთიანად გადახდას მეოთხე თვის თავზე სთხოვენ.

შეგახსენებთ, ბანკებისა და სახელმწიფოს შეთანხმება გულისხმობს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის პროცენტის გადანაწილებას დარჩენილი თვეების განმავლობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები