LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წარმოდგენა არ მაქვს, ვინ მესროდა” – წყნეთის გზაზე ლერი სულაბერიძის ავტომობილის მიმართულებით გახსნეს ცეცხლი

348
BeFunky-collage (2)

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ლერი სულაბერიძის განცხადებით, წყნეთის გზაზე მისი მანქანის მიმართულებით გახსნეს ცეცხლი. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ სულაბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის უცნობია, თუ ვინ ისროლა მისი ავტომობილის მიმართულებით.

წყნეთში ავტომანქანას ესროლეს

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.

“ფიზიკურად ვერ ვარ ახლა კარგად, რომ დაგელაპარაკოთ. არ ვიცი, ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი, არავისთან კავშირი არ მქონია. დანარჩენს ჩემი უფლებადამცველი იტყვის, სავარაუდოდ, ხვალ.

წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყო. გამომძიებლებთან რაც საჭირი იყო, ყველაფერი დავაფიქსირე. სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ,” – აცხადებს სულაბერიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება.)

 

 

 

ფოტო:IPN

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები