LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცერცვაძე: ჩემი ვარაუდით, პანდემია მომავალ ზაფხულამდე გაგრძელდება

113
Capture

“პანდემიის ვადები არავინ იცის. ჩემი სუბიექტური აზრია, თუ იქნება ვაქცინა ან ეფექტიანი მედიკამენტი, ეს დამთავრდება მაშინ, როცა გაჩნდება ვაქცინა, სავარაუდოდ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ვაქცინა ან მედიკამენტი არ შეიქმნება, პანდემია კიდევ ერთი წელი, დაახლოებით მომავალ ზაფხულამდე გაგრძელდება.

 “ეს არის ჩემი ვარაუდი, რადგან რაიმე ობიექტური კრიტერიუმები არ არსებობს”, – აცხადებს ინფექციონისტი.

თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის გადაცემაში “პირადი ექიმი” ასევე აღნიშნა, რომ საქართცველოში ვირუსის მეორე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა გაცილებით სუსტი.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს გარდა,  ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შეზღუდვები მოიხსნა, უკვე იყო სუსტი მეორე ტალღა ან მსგავსი სიტუაცია, ამიტომ ამ ქვეყნებში აუცილებელი გახდა გარკვეული შეზღუდვების დაბრუნება.

“ისევ ჩემი სუბიექტური აზრით, მეორე ტალღა ალბათ იქნება, მაგრამ ის იქნება გაცილებით სუსტი, ვიდრე პირველი ტალღა. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს სახელისუფლებო ვერტიკალის, ექიმების, პირველ რიგში ეპიდემიოლოგების, მკურნალი ექიმების და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი, ძალიან რაციონალური და ეფექტიანი ინტერვეციების ხარჯზე, რომლებიც იყო დროული, ადეკვატური და ეფექტური, დაიდო ის შედეგი, რაც დაიდო – ევროპაში საუკეთესო შედეგი საქართველოში.

ამ ბოლო დროს ხაზს ვუსვამ ერთ რამეს. საქართველომ რა შედეგიც დადო, არა მარტო ავადობისა და სიკვდილობის მცირე რიცხვი, არამედ ყველაზე დასაფასებელი შეიძლება იყოს, რომ საქართველოს, მისი ექიმებისა და სახელისუფლებო ვერტიკალის საპასუხო ღონისძიებები გამოდგა მდგრადი. რაში გამოიხატება ეს მდგრადობა? იმაში, რომ ყველა სხვა ქვეყანამ, ვინც შეზღუდვები მოხსნა, გაიარა ასე თუ ისე მეორე ტალღა ან მისი მსგავსი სიტუაცია, როდესაც შემთხვევებმა მოიმატა და იძულებული გახდნენ, გარკვეული შეზღუდვები დაებრუნებინათ. ასეა საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, განსაკუთრებით ისრაელსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთან შეზღუდვების მოხსნას, თუ საერთაშორისო ტურიზმს არ ჩავთვლით, ფაქტობრივად არავითარი მატება არ მოყოლია. ე.ი. ის ინტერვენციები, რომელსაც ახორციელებდნენ ექიმები და სახელისუფლებო ვერტიკალი, გამოდგა ძალიან მდგრადი. აი, ეს მაძლევს იმის იმედს, რომ საქართველო შეინარჩუნებს ასეთ ან მსგავს ვითარებას”, – აცხადებს ინფექციონისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები