LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავში არსებული ჰაერი ყოველ 3 წუთში იცვლება – აქ ვირუსების გავრცელების რისკი დაბალია

220
flying-people-sitting-public-transportation-large

თვითმფრინავში ბაქტერიების და ვირუსების გავრცელების რისკი, ბევრად უფრო დაბალია ვიდრე სხვა დახურულ სივრცეებში, – ინფორმაციას ამის შესახებ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ავრცელებს.

„ამ პოსტში გვინდა გაგაცნოთ, ჩვენს თვითმფრინავებში არსებული ჰაერის ვენტილაციის მუშაობის პრინციპი. თვითმფრინავებში ჰაერი მუდმივად იწმინდება და ახლდება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ყოველ სამ წუთში თვითმფრინავში არსებული ჰაერი აბსოლუტურად იცვლება გარედან შემოსული ჰაერის ახალი ნაკადით.(ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე სხვა დახურულ სივრცეებში).

ეს ნიშნავს, რომ რეისის ნებისმიერ მომენტში, ბორტზე არსებული ჰაერის სულ მცირე 50% მაინც მუდმივად იცვლება, ხოლო დარჩენილი 50% იფილტრება მაღალი ეფექტურობით ცნობილი HEPA ფილტრების საშუალებით, რომლებიც ვირუსების და ბაქტერიების, მათ შორის კორონავირუსების გავრცელებას 99.999%-ით აკავებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც Georgian Airways ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები