მიანმარის სამხედრო თვითმფრინავი, რომელშიც 112 ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან გაქრა. „ინდეფენდენთის“ ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი შიდა ფრენას ახორციელებდა და რადარებიდან გაქრა.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ხმელეთზე, ასევე ანდამანის ზღვაში.
თვითმფრინავის გაუჩინარების დროს მზიანი ამინდი იყო. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ჩინეთში დამზადებულმა თვითმფრინავმა ტექნიკური ხარვეზის გამო ავიაკატასტროფა განიცადა.