თბილისი-რუსთავის ავტობანზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. გზატკეცილი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი და ავტომობილებს არ ატარებენ.
„ინფო რუსთავის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დაკავებულია ერთი პირი და მიმდინარეობს მისი ავტომობილის ჩხრეკა.
ადგილზე იმყოფებიან დაკავებულის ახლობლებიც.
„ფორტუნა“ ცდილობს, დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროში გაარკვიოს.