Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
Lonely Planet: პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო ციფრული და ტურისტული მიმართულების ცენტრად ყალიბდება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lonely Planet: პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო ციფრული და ტურისტული მიმართულების ცენტრად ყალიბდება

76
shutterstockRF-497193634

მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა Lonely Planet საქართველოს მთავრობის ახალ პროექტს “იმუშავე დისტანციურად საქართველოდან”-ვრცელ სტატიას და ვიდეორგოლს უძღვნის.

ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ვიზიტორებს ქვეყანაში 6 თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლებას სთავაზობს.

„კორონავისურსით გამოწვეული კრიზისის გამო საზღვრების დახურვამ გვაიძულა გადავხედოთ ჩვენს სამუშაო და სამოგზაურო გზებს. პოსტ-პანდემიურ პერიდოში საქართველო ციფრული და მზარდი ტურისტული მიმართულების ცენტრად ყალიბდება. კორონავისურსით გამოწვეულ კრიზისს საქართველომ მყისიერი პასუხი გასცა, შედეგად ამ ქვეყანაში ინფექციის მხოლოდ 1000 შემთხვევაა დაფიქსირებული. საქართველოს მთავრობის სურვილია „ფრილანსერები“ და თვთდასაქმებულები მოიზიდოს, რომ იცხოვრონ და იმუშაონ საქართველოდან. ამ პროექტის მიზანია, ეკონომიკის სტიმულირება და საზღვრების ეტაპობრივი, უსაფრთხო და კოორდინირებული გახსნა,“-წერს Lonely Planet-ის ჟურნალისტი რიჩარდ ქოლეთი.

სტატიაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ციტატაა მოყვანილი. „ჩვენ საქართველოში ვიწვევთ მიზნობრივ აუდიტორიას და მათ ვთავაზობთ ცხოვრების უფლებას. საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ გვსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრების გახსნაზე იმდაგვარად, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამავდროულად მივიღოთ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა სურთ საქართველოდან.“

შეგახსენებთ, საქართველო დისტანციურად მომუშავე პირებს გრძელვადიანი პერიოდით ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ-აპლიკაცია უნდა შეავსონ და დადასტურება მიიღონ. რაც მოიცავს: სამოგზაურო დაზღვევას, დამსაქმებლის სერტიფიკატს და პერსონალურ ინფორმაციას. ჩამოსვლის წინ ვიზიტორებს საკუთარი ხარჯებით 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები