კონსულტაციები პრეზიდენტსა და პრემიერს შორის თვითმმართველობის არჩევნების თარიღის განსაზღვრასთან დაკავშირებით დაწყებულია, ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეკა მიშველაძის თქმით, თუ რაიმე გახდება ცნობილი თარიღთან დაკავშირებით, საზოგადოებას ეცნობება.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს.