როდ სტიუარტი პაპარაცებმა მეუღლესთან ერთად კანის მზიან სანაპიროზე დააფიქსირეს. 72 წლის ვარსკვლავი და მისი 46 წლის მეუღლე, პენი ლანკასტერი არაჩვეულებრივ დროს ატარებენ
პაპარაცების დანახვის შემდეგ, მომღერალმა თეთრი პერანგი გაიხადა და წელს ზემოთ გაშიშვლდა. მისი ახალგაზრდა მეორე ნახევარი კი, რომელსაც ლეოპარდის პრინტიანი საცურაო კოსტიუმი ეცვა, მზეს ეფიცხებოდა და მისკენ მიმართული კამერები არც შეუნიშნავს.