მყვინთავებმა თბილისის ზღვაში დაკარგული მეორე მოზარდიც გარდაცვლილი იპოვეს, ცხედარს წყალში რამდენიმე წუთის წინ მიაგნეს.
კიდევ ერთი გარდაცვლილი ბიჭის ცხედარი მყვინთავებმა დაახლოებით 1 საათის წინ იპოვეს.
ვრცელდება ინფორმაცია,რომ მოზარდები ერთმანეთს არ იცნობდნენ და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შემთხვევებია.
სამძებრო სამუშაოები დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიცია.