თბილისის მერიასთან ცხოველთა უფლებების დამცველებმა აქცია გამართეს. მათ რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს, მათ შორის – მიუსაფარი ცხოველების მონიტორინგი და მათი უფლებების დაცვა.
აქციაზე არაეფექტური მუშაობის გამო ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის გადადგომაც მოითხოვეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ კანონი გადასახედია და ცხოველები გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან. უნდა აიკრძალოს ქმედებები,მათ შორის გაუაზრებლად ცხოველების დაძინება.