LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნება“ ცოტნეს დაპატიმრებას გეგმავდა? – გამსახურდიების ოჯახში მორიგი დაპირისპირებაა

259
man gio

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, მანანა არჩვაძის განცხადებით, ხელისფლება ცოტნე გამსახურდიაზე თავდასხმამდე, მის დაპატიმრებას გეგმავდა.

მიზეზი კი, ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკული შეფასებები იყო.

სკანდალური ინტერვიუ მანანა არჩვაძემ ერთ-ერთ ტელევიზიას მისცა და შვილის დაჭრის ფაქტზე ალაპარაკდა.

მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცოტნე გამსახურდია ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს.

ამასთან, მანანა არჩვაძის განცხადებით, მოსკოვიდან ჩამოსულმა ერთ-ერთმა პირმა ცოტნე გამსახურდიას უთხრა, რომ აღარ მოეთხოვა ხელისუფლებისთვის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკლავდნენ.

“ნოემბრის თვეში ჩამოდის მოსკოვიდან ქურდული და კრიმინალური მენტალიტეტის წარმომადგენელი, რომელიც შეხვდა ცოტნეს და უთხრა, რომ თუ შენ არ გაანებებ მამაშენის გარდაცვალების გამოძიების საკითხს, მაშინ იცოდე, რომ შენ სიკვდილით დაისჯები“, – აცხადებს მანანა არჩვაძემ ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა „ტვ პირველმა“, რომელსაც პოლონეთში მცხოვრები გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„ტვ პირველის“ უკან მდგომი ხალხი კი იყვნენ 19.12 19-ში საავადმყოფოში, მაგრამ სათავისო შედეგი რომ ვერ მიიღეს, გაიძურწნენ. მას მერე ერთხელაც არ დაინტერესებულან ჩემი ძმის ბედით. ახლა თავისი ბილწი მიზნებისთვის ამ უაზრობებს ტირაჟირებენ“, – წერს გიორგი გამსახურდია. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც გამსახურდიების ოჯახის წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ოჯახის წევრები ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელების მდგომარეობის გამო ბევრს კამათობდა. კამათის დეტალები საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდა.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია თბილისში, ვერაზე 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა. ცოტნე გამსახურდია გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. მკურნალობის ხარჯებს კი მთლიანად „ქართუ ფონდი“ და მმართველი გუნდი უზრუნველყოფს.

 ცოტნე გამსახურდია მკურნალობას გერმანიის წამყვან კლინიკაში გააგრძელებს  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები