LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუხთარლის ცოლი : ჟურნალისტი აზერბაიჯანის საზღვრამდე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა მიიყვანეს

95

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლი, ლეილა მუსტაფაევა საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს.

მისი ინფორმაციით, მუხთარლი თბილისის ერთ-ერთი ქუჩიდან საქართველოს კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა წაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვრამდე. მუსტაფაევას თქმითვე, იმ ვერსიას, რომ ჟურნალისტმა თავად დაგეგმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, მისი ჩაცმულობა გამორიცხავს.

ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, ინციდენტის დღეს მის ქმარს თეთრი მაისური ეცვა და მისი მტკიცებით, ადამიანი, რომელიც ღამით საზღვრის გადაკვეთას გეგმავს, ასე არ ჩაიცვამს.

გარდა ამისა, საზღვრის ფეხით გადაკვეთის შემთხვევაში აუცილებელია მდინარეში გავლა, დაკავების შემდეგ კი მისი ქმრის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სრულიად მშრალი იყო.

დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად კიდევ ერთი აქცია გაიმართა, რომელსაც ლეილა მუსრაფაევაც ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები