LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს “ოქროს ბურთი” არ იქნება

177
Capture

France Football 2020 წელს “ოქროს ბურთს” აღარ გასცემს. გამოცემამ გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადა. მფლობელების გარეშე დარჩება სხვა პრიზებიც: საუკეთესო მეკარე, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე და საუკეთესო ქალი ფეხბურთელი.

გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი იმაშია, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის შეფასება წინ წლების მსგავსად არ შეიძლება, რადგან ყველა ქვეყანაში ვერ განახლდა სეზონი. ამიტომ გამარჯვებულის დასახელებისას ობიექტურობა დაირღვევა.

გარდა ამისა, პრობლემაა ჟურნალისტებთან დაკავშირებით, რომლებიც პრემიის ლაურეატებს ირჩევენ. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა პანდემიის ფონზე პირად პრობლემებზე იყოს კონცენტრირებული და არა საუკეთესო ფეხბურთელის არჩევაზე (ეს მოსაზრება ცოტა არ იყოს კითხვებს ბადებს – ფეხბურთელის გვარის შემოხაზვა კორონასთან რა შუაშია).

ეს არის პირველი წელი “ოქროს ბურთის” გარეშე მისი არსებობიდან დღემდე – 1956 წლიდან.

გასულ წელს პრიზი ლეო მესიმ აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები