სამართალდამცველებმა ბავშვები, რომლებსაც სხეულზე ნაკაწრები ჰქონდათ, მშობლებთან ერთად სკოლაში გამოკითხეს. როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, სხეულზე დაზიანებები სახიფათო ინტერნეტთამაშ “ლურჯი ვეშაპს” არ უკავშირდება.
მოზარდების სხეულზე დაზიანებების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.მათი ინფორმაციით, ერთ-ერთ სკოლაში 13-14 წლის ოთხმა გოგონამ და სამმა ბიჭმა სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. სკოლის ერთ-ერთმა პედაგოგმა განაცხადა, რომ დაზიანებები ბავშვების ხელებზე სკოლის მანდატურმა შენიშნა. პედაგოგი ამბობს, რომ ბავშვები თამაშში სავარაუდოდ, უფროსკლასელმა ბიჭმა ჩართო.