კრის ევანსი და რაიან გოსლინგი „ნეტფლიქსის“ ახალ, ჯაშუშურ, მაღალბიუჯეტურ ტრილერში, „ნაცრისფერი ადამიანი“ ითამაშებენ. ფილმს მარკ გრინის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღებენ. მისი რეჟისორები ძმები რუსოები იქნებიან და ეს მათი პირველი ნამუშევარი იქნება.
აღსანიშნავია, რომ „ნაცრისფერი ადამიანი“ „ნეტფლიქსის“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფილმი გახდება. მისი ბიუჯეტი 200 მილიონ დოლარს აღემატება. რაც შეეხება გადაღებებს, მისი დაწყება 2021 წლის იანვარში იგეგმება.