საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 1028-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და ჯამში ქვეყანაში ვირუსი 900-მა ადამიანმა დაამარცხა. “კოვიდ 19”-ის შედეგად 15 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 5687, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 232 ადამიანი იმყოფება.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა 41-ია.