LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში მოკლულ ქალზე: ხალხს ხმა ესმოდა, მაგრამ არავინ ასულა მისაშველებლად

1629
police

ქუთაისში  30 წლამდე ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს.

გარდაცვლილი გოგონა ადგილზე მისულმა მაშველებმა იპოვეს. პოლიცია კი მეზობლებმა გამოიძახეს, თუმცა, როგორც ჩანს დაგვიანებით.

როგორც მისი მეზობელი ამბობს, სახლიდან კონფლიქტის ხმა გამოდიოდა, თუმცა გოგონასთან შესვლა არავის უფიქრია.

“ჩემს კორპუსში ახალგაზრდა გოგო მოკლეს, რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული ცივი იარაღით.

კონფლიქტის დროს ღია ფანჯრიდან ხალხს ხმა ესმოდა, მაგრამ არავინ ასულა მისაშველებლად, უფრო მეტიც, ბინიდან გამოვარდნილმა ადამიანმა სასწრაფოში დარეკვა ურჩია ქვემოთ მსხდომებს და გაიქცა, თუმცა დიდხანს არავინ დარეკა არსად! სამაგიეროდ აქტიურად  ირჩეოდა ამ გოგონას ბიოგრაფია,წარსული და ცხოვრების წესი!

აი ესაა ჩვენი ქვეყანა !” – ამბობს მოკლულის მეზობელი ნატალი პატარიძე.

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიცია სავარაუდო დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები