Fortuna.ge პირველი იყო, ვინც ელტონ ჯონის საქართველოში ჩამოსვლისა და დაგეგმილი კონცერტის შესახებ შეიტყო და საკუთარ მკითხველს ინფორმაცია მიაწოდა. ბრიტანელი მომღერლის კონცერტს, როგორც ჩვენ შევიტყვეთ, „სოლო“ გეგმავს სექტემბერში. კონცერტი „ბლექ სი არენაზე“ 16 სექტემბერსაა ჩანიშნული. მომღერალს „ისთერნ პრომოუშენსი“ ჩამოიყვანს.
ხვალ, 31 მაისს, „ისთერნ პრომოუშენსი“ და „სოლო“ ერთობლივ პრესკონფერენციას მართავენ. როგორც „ისთერნ პრომოუშენსში“ განგვიცხადეს, ჯერჯერობით მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ ხვალ პრესკონფერენციაა და ვარსკვლავის შესახებ ინფორმაციას სწორედ იქ გაამჟღავნებენ, თუმცა ეს ელტონ ჯონი იქნება თუ სხვა ვარსკვლავი, ამას ჟურნალისტები და საზოგადოება ხვალ შეიტყობს.