LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოძიებას არაფერს ვუმალავ…ბავშვი თვითმკვლელობამდე არ მივიყვანოთ“ – იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა დასრულდა

596
iakob

ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა დასრულდა.

იაკობ ბრეგვაძემ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, “ის გამოძიებას არაფერს არ უმალავს”.

კითხვაზე, რატომ არ ისაუბრა ტავიდანვე დაბადების დღის თემქაზე გაგრძელების შესახებ, უპასუხა, რომ „არაა საჭირო“.

ჟურნალისტებთან საუბარში ბრეგვაძის ადვოკატმა ირმა ჟკადუამ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყველა კითხვას უპასუხებს.

„ის ყველა კითხვას უპასუხებს, მანამდე ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს უნდა შევხვდეთ და ეს ისტერია ამ მოწმეების ირგვლივ უნდა დასრულდეს. ასე არ შეიძლება, რადგან არავის მოუნდება მივიდეს და ითანამშრომლოს პოლიციასთან. ამონაწერში ძალიან კარგად ჩანს და თქვენ ეს იცით, რომ მან დარეკა უწყებაში. მას არაფერი გადაუღია, ამოღებულია კამერა, ჩაუტარდება ექსპერტიზა. ჩვენ ვაპირებთ შემთხვევის ადგილზე ჩასვლას, გადავიღებთ ყველაფერს, სად და როგორ იმალებოდა,  იმისთვის, რომ შეწყდეს სპეკულაციები და ისე არ გავაკეთოთ, რომ ეს ბავშვი მივიყვანოთ თვითმკვლელობამდე. მან არ იცის სისხლიანი დაპირისპირება იყო თუ არა. რაც ხდებოდა, ამის შესახებ ინფორმაცია  მისცა გამოძიებას, ამის იქით მან არაფერი იცის”, -განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.

შაქარაშვილის საქმეზე უკვე გამოიკითხა 2 მოწმე, არასრულწლოვანი ლ.ქ. და ლუკა ბეჟანიშვილი.

ბეჟანიშვილის განცხადებით, მას მხოლოდ სოციალური ქსელები შეუმოწმეს.

არასრულწლოვან ლ.ქ-ს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები