LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 თვის ბავშვმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საზამთრო, ნესვი, პომიდორი და ძეხვი ჭამა

1063
BeFunky-collage (8)

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვი, სავარაუდოდ, მოწამლულია.

ჟურნალისტებთან საუბრისას ჩვილის ბებიამ და ბაბუამ განაცხადეს,  რომ ოჯახის არცერთ წევრს კორონავირუსი არ აქვს, თუმცა, მათივე თქმით, ტესტების დადასტურებული პასუხები ჯერ არ მიუღიათ.

“სახლში არ ვიყავი, რომ მოვედი ბავშვი ცუდად იყო. წავიყვანეთ საავადმყოფოში. ექიმს ვუთხარი რომ საზამთრო, ნესვი, პომიდორი და ძეხვი ჭამა. როგორც ჩანს მოიწამლა. წვეთოვანი დაუდგეს და ღამით დატოვეს. დილით გვითხრეს, რომ ბავშვს კორონა ჰქონდა. თუმცა, სიცხე და ხველება არ ჰქონდა. ექიმები რომ მოვიდნენ და ჟურნალისტები ნახეს, გაიქცნენ. ტესტი ჩვენც გაგვიკეთეს და მეზობლებსაც. არ ვიცით, ტესტების პასუხები როდის იქნება“, – აცხადებენ 10 თვის ჩვილის ოჯახის წევრები.

ოჯახი ექიმების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აპირებს.

ცნობისთვის,  10 თვის ჩვილი დედასთან ერთად ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე მკურნალობენ.

ექიმების ინფორმაციით, ბავშვის  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები