LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქურდობაში ბრალდებული სამართალდამცავებს 2-ჯერ გაექცა

112
patimari-daakaves

ქურდობაში ბრალდებული პირი, რომელიც სამართალდამცავებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცათ, ამ დრომდე არ არის დაკავებული.

ამის შესახებ „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქურდობაში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცავებს უკვე ორჯერ გაექცათ.

პირველად ავჭალის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს და გაიქცა. 

მეორედ კი, რამდენიმე დღის წინ საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან მოახერხა გაქცევა.

ოჯახის ინფორმაციით, 20 წლის ზაალ ძაგანიშვილი მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტს ეწეოდნენ.

გაქცეულს სამართალდამცავებთან ერთად მშობლებიც ეძებენ.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ორი მიმართულებითაა დაწყებული.

პირველი – სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს

და მეორე – სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე.

პოლიციელები სიგარეტს ეწეოდნენ, ეჭვმიტანილი გაიქცა, პატიმარს მშობლებიც ეძებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები