LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვა ნეიტრალური პასპორტითაც შეეძლებათ

95

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ამიერიდან ნეიტრალური პასპორტებით, ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების მეშვეობითაც შეძლებემ ჩართვას, მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზუგდიდში ისაუბრა.

„მთავრობის გუშინდელ სხდომაზე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და მრავალმხრივ სიმბოლურია, რომ აქ, ზუგდიდში შეგვიძლია ამის გაცხადება პირველად და ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ხდება ამის გაცხადება. პროგრამაში ჩართვის პრივილეგია აქამდე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ, დღევანდელი დღიდან ეს პრივილეგია ექნებათ ჩვენს დებსა და ძმებს, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ. ეს გაუზრდის მათ წვდომას ამ მართლაც სიცოცხლის შემანარჩუნებელ მკურნალობაზე და მოხარული ვარ, რომ დღეს აქ განვაცხადე ამის შესახებ“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები