სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე 11 ათასამდე მოსწავლემ ვერ გადალახა ზღვარი, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ეს შედეგი გასული წლის ანალოგია და წელსაც მოსწავლეებს ტექნიკური საგნები უჭირთ.
„მიმდინარე წელს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა რაოდენობამ 40-დან 50 ათასამდე შუალედში იყო, შედეგი არის ისეთივე, როგორიც ყოველწლიურად და ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე ვისაუბრებთ დეტალებზე,“ – განაცხადა მინისტრმა.