“4 ახალი ინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
“ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 142 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს. 4 შემთხვევიდან 4-ვე არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული და ყველა არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.
მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ახალი ინფიცირებული არ გადაუყვანიათ და ამ ეტაპზე კლინიკაში 24 დადასტურებულად ინფიცირებული მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.
შეგახსენებთ, უახლესი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 4-ით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 13-ით გაიზარდა.