LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშიში ინტერნეტთამაში, რომელიც მოზარდებს თვითმკვლელობისკენ უბიძებს

102

„ფეისბუქ“-მომხმარებელი Nana Beili, რომელიც საბერძნეთში მცხოვრები ქართველი გახლავთ, იმ საშიში დაჯგუფების შესახებ წერს, რომელიც ბავშვებს სუიციდისკენ უბიძგებს.

სტატუსში აღნიშნულია:

„sos!

ამ წუთას გადაცემას ვუსმენ, სადაც ამბობენ, რომ არსებობს ინტერნეტთამაში „ლურჯი ვეშაპი“ (თამაშიც არ ითქმის, ვიღაცები გელაპარაკებიან, თავიდან ვითომ გეთამაშებიან), ქართულად ესე ითარგმნება, რომელიც არის მოდებული მთელ მსოფლიოში. უკავშირდებიან 13-დან 16 წლამდე ბავშვებს. ელაპარაკებიან 50 დღის განმავლობაში.აძლევენ დავალებებს,თანდათან და ორმოცდამეათე დღეზე მოზარდები თავს იკლავენ. ძირითადად, თვითმკვლელობა ხდება სიმაღლიდან გადმოხტომით. გადაცემის წამყვანი და მისი სტუმარი, ამ თემაზე მომუშავე სპეცსამსახურებიდან, აფრთხილებს მშობლებს, რომ გაითვალისწინონ, ნახონ, რას აკეთებენ ბავშვები, რას თამაშობენ, არის დრო, მოასწრონ შვილის გადაჩენა, თავიდანვე თუ ნახავენ, ვის ელაპარაკება ბავშვი.

ბავშვი იყო გადაცემაში, ვინც აცნობა პოლიციას, როცა დაუკავშირდნენ. თავიდან მომივიდა მესიჯი: გინდა თამაში ჩვენთან? გინდა დაგველაპარაკო? მესიჯები ისეთია, რომ თავიდან ცდილობენ შეგისწავლონ, დაგაკვირდნენ და თუ სუსტი ხარ, მუშაობენ შენზე. ბავშვმა მითხრა, რომ არ ავყევი, მაშინვე გაქრა ჩემი მინაწერიც და ისინი რასაც მწერდნენო. რა ვიცი, იმდენი თვითმკვლელობაა უკვე საქართველოშიც მოზარდების, რომ მე მგონი, გასათვალისწინებელია“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები