მსახიობ ჯონ ტრავოლტას მეუღლე, ამერიკელი მსახიობი კელი პრესტონი გარდაიცვალა. ის 57 წლისა იყო. აღნიშნული ინფორმაციას თავად ტრავლოტა ავრცელებს.
57 წლის კელი პრესტონის გარდაცვალების მიზეზი მკერდის კიბო გახდა. მსახიობი ონკოლოგიურ დაავადებას 2 წლის განმავლობაში ებრძოდა.
„დამძიმებული გულით მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი მშვენიერი მეუღლე მკერდის კიბოსთან ორწლიან ბრძოლაში დამარცხდა. ის ამ დაავადებას უამრავი ადამიანის დახმარებით, ვაჟკაცურად ებრძოდა, მე და ჩემი ოჯახი ამ დახმარებას არასდროს დაგივიწყებთ. ახლა მე ჩემს შვილებთან უნდა ვიყო“, – წერს ტრავოლტა.
შეგახსენებთ, ტრავოლტასა და პრესტონს 29 წლიანი ქორწინება აკავშირებთ, მათ სამი შვილი ჰყავთ.
https://www.instagram.com/p/CCkgCG5ptxE/