LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივლისში დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე 2 რეისი შესრულდება

219
107741505-3254338024590730-626341096043203282-n

Qatar Airways დოჰათბილისიდოჰას საჰაერო ხაზზე 2 რეისს შეასრულებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

„მგზავრთა საყურადღებოდ, რომელთაც ბილეთები შეძენილი აქვს ავიაკომპანია Qatar Airways-ის დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 12 ივლისს გაიცა. ფრენა Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • 17 ივლისი, დოჰა – თბილისი (გამოფრენა 20:10, მოფრენა 18 ივლისი, 00:15);
  • 18 ივლისი, თბილისი – დოჰა (გაფრენა 03:15)

აქვე გაცნობებთ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.

სხვა მიმართულებებზე ჩარტერული რეისის დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემისთანავე გახდება ცნობილი“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

ივლისში დანიშნული სპეციალური და კომერციული ჩარტერული რეისების განრიგი: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები