ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი, კეტი პერი თაყვანისმცემლებს ახალი ნამუშევრებით ხშირად ანებივრებს. როგორც ცნობილია, ვარსკვლავი და მისი საქმრო, მსახიობი ორლანდო ბლუმი სულ მალე გოგონას მშობლები გახდებიან, მიუხედავად ამისა პერი ახალ ალბომზე აქტიურად მუშაობს.
რამდენიმე დღის წინ, არტისტმა ახალი კომპოზიცია Smile გაავრცელეა. სინგლი მუსიკოსის ამავე სახელწოდების მქონე ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის პრემიერა 14 აგვისტოსაა დაგეგმილი. ალბომი 12 სიმღერას გააერთიანებს.
https://www.youtube.com/watch?v=x7QINCJJXR8